воскресенье, 9 июля 2017 г.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
სანოტო ანბანი
სწავლების საფეხური
5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
25 მოსწავლე
თემის აქტუალობა
სანოტო ანბანის გაცნობა, სანოტო ტექსტის აღქმა, რაც  გვეხმარება მუსიკის მოსმენის უ.-ჩ განვითარებაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მუს.V.4.   მოსწავლეს შეუძლია მარტივი რიტმული ნახაზის, მელოდიის წაკითხვა და გადაწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·  კითხულობს და წერს ნოტებს ვიოლინოს, ბანის გასაღებში;
·           ამოიცნობს ალტერაციის ნიშნებს;
·           ასახელებს ოქტავებს;
·           წერს, კითხულობს და ტაშით გადმოსცემს რიტმულ ნახაზს;

·           ეყრდნობა სანოტო ტექსტს ნაწარმოების დასწავლის დროს.
წინასწარი ცოდნა
ვიოლინოს გასაღები, ნოტები ხაზებზე და ხაზებს შორის, გრძლიობები
შეფასების საგანი და პროცედურები
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკები, დროის ლიმიტის დაცვა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, სამუშაო რვეული, სანოტო მასალა, მონიტორი (მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს მის მიერ შედგენილ სლაიდშოუს  ნახვა)
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
ფაზა A-გამოწვევა
ორგანიზება-2 წთ.
   აქტივობა-1
სანოტო სისტემა, ვიოლინოს გასაღები, ნოტები ხაზებზე და ხაზებს შორის ვიოლინოს გასაღებში- გამეორება.
  აქტივობა-2
სამუშაო რევულებში  სანოტო  სისტემაზე წერენ ნოტებს ხაზებზე და ხაზებს შორის ვიოლინოს გასაღებში.
აქტივობა-3
 ერთი ჯგუფი   მასწავლებლის სვამს კითხვას თუ რომელ ხაზზე და ხაზებს შორის რა ნოტი იწერება მეორე ჯგუფი კი პასუხობს.  ერთი ჯგუფი წერს  დაფაზე ნოტის გრძლიობას მეორე კი გამოიცნობს და განმარტავს გრძლიობებს.
ფაზა B-ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა-4
სავარჯიშო რევეულში  სანოტო მაგალითით და სლაიდშოუს საშუალებით ეცნობიან ალტერაციის ნიშნებს.  მასწავლებელი განმარტავს მათ მნიშვნელობებს.
ფაზა C- რეფლექსია
აქტივობა-5
განმარტავენ ალტერაციის ნიშნების დიეზის, ბემოლის და ბეკარის მნიშვნელობებს.  აჩვენებენ  მათ სანოტო მაგალითში და შემდეგ კლავიატურაზე.
აქტივობა-6
სავარჯიშო რვეულში სანოტო სისტემაზე ვარჯიშობენ ალტერაციის ნიშნების ჩაწერაში.
აქტივობა-7
დავალება: ალტერაციის მნიშვნელობა და მათი მართლწერა


პედ. ინგა გუგეშაშვილი
           
 საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის  შეფასების რუბრიკები


კრიტერიუმი/
შკალა
საუკეთესო
კარგი
საშუალო
დაბალი
მოსმენა
უსმენს მასწავლებელს და მოსწავლეებს. პასუხობს და სვამს კითხვებს.
უსმენს მასწავლებელს მოსწავლეებს მაგრამ არ ამყვარებს მხედველობით კონტაქტს
ისმენს მაგრამ არ სვამს კითხვებს. ნაკლებად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში უჭირს კითხვებზე პასუხი
განვლილი მასალის ცოდნა
ავლენს განვლილი მასალის ცოდნას. ამომწურავად პასუხობს კითხვებს. მოყავს მაგალითები
ავლენს მასალის ცოდნას მაგრამ უჭირს მაგალითების მოყვანა
ავლენს მასალის ზედაპირულ ცოდნას, უჭირს კითხვებზე პასუხი
არ ავლენს მასალის ცოდნას, ვერ პასუხობს კითხვებს
კომუნიკაცია
გააჩნია თანამშრომლობის უნარი. ეხმარება თანაკლსელს: აწოდებს და მიუთითებს მასალას
თანამშრომლობს თანაკლასელებთან.
პასიურად თამნამშრომლობს თანაკლასელებთან
არ  თანამშრომლობს არ არის დაინტერესებული კომუნიკაციით.
მუს. ტერმინოლოგიის ცოდნა
განმარტავს და იყენებს მუს. ტერმინებს საჭიროების დროს
იყენებს მუს. ტერმინებს საუბრის დროს, მაგრამ ზოგჯერ ვერ განმარტავს.
საუბრის დროს იშვიათად იყენებს მუს. ტერმინებს, ვერ განმარტავს მათ
ვერ განმარტავს მუს. ტერმინებს, არ იყენებს მუს. ტერმინებს საუბრის დროს
მუს. მოსმენა. მუს. ნაწარმოების ანალიზი
განსაზღვრავ მუს. ნაწარმ. ჟანრს. გამოიცნობს კომპოზიტორს და ნაწარმოებს. გამოიცნობს  მუს. ინსტრუმენტებს ჟღერადობის მიხედვით
გამოიცნობს ჟანრს გამოიცნობს კომპოზიტორს , მაგრამ ზოგჯერ ვერ გამოიცნობს ნაწარმოებს
იშვიათად გამოიცნობს
ჟ ანრს, კომპოზიტორს და ნაწარმოებს
ვერ განასხვავებს ჟანრებს, ვერ ცნობს კომპოზიტორს და ნაწარმოებს